მწერლები სიძულვილის წინააღმდეგ - ფინალური კონფერენცია ჩატარდა თბილისში
3 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართა საქართველოს პენცენტრის საერთაშორისო პროექტის 'მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ' შემაჯამებელი კონფერენცია. პროექტში მონაწილეობდა 12 მწერალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი).
 
პროექტი მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების ციკლს. ვებგვერდზე www.hatecontrol.ge გამოქვეყნებულია მონაწილე ავტორების სტატიები, რომლებიც კონფერენციაზე მათ მოხსენებებით წარადგინეს.
 
მწერალთა სახლის რეზიდენციამ კონფერენციის ფარგლებში მონაწილე ავტორების ნაწილს უმასპინძლა.
 
პროექტი განხორციელდა გერმანიის მარშალის ფონდის Black Sea Trust for Regional Cooperation-ის მხარდაჭერით. 
Scroll to Top