არქიმანდრიტის წყევლა

არქიმანდრიტის წყევლა

"აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ მომღერალ ბერას კრიტიკას. ბერა საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ხოლო არქიმანდრიტი ბართლომე (დაუდასტურებელი ინფორმაციით) ოლიგარქის ოჯახის მოძღვარია.

მანამდე არქიმანდრიტმა საქართველოს არაერთი მოქალაქე დაწყევლა. “ეს არის კარგი ფორმა იმისთვის, რომ ადამიანი გამოაფხიზლო”, – ასე განმარტა მან თავისი გამონათქვამები "TV პირველის" ეთერში.

 

Scroll to Top