არის თუ არა სიძულვილის ენა აზერბაიჯანში?

სიძულვილის ენა, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის დამხმარე საშუალება

შეგვიძლია ვთქვათ რომ სიძულვილის ენა, აზერბაიჯანულ მედიასა და ლიტერატურაში, დაიწყო დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. სიძულვილის ენა ჩანდა დამოუკიდებლობის „ფუძემდებლებში“, როგორც სლოგანები, საინფორმაციო საშუალებები და ლექსები, რომლებსაც ახმოვანებდნენ მოედნებზე იმ წლებში. ყარაბაღის კონფლიქტის ამოხეთქვის შემდეგ, ეს სიძულვილის განცხადებები, იყო რუსებისა და სომხების მისამართით. გამოსვლები, სტატიები, ლექსები, რომლებიც ათანაბრებდნენ რუსეთსა და საბჭოთა კავშირს, წარმოადგენდნენ რუსეთს, როგორც საზოგადოებრივ წყობას, რომელსაც არ სურდა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და დაბრკოლებებს უქმნიდა მას, წარმოადგენდნენ სომხებს, როგორც ყარაბაღის ომის წამქეზებლებს, ასახელებდნენ მიზეზად ომში ადამიანური დანაკარგებისა და ათანაბრებდნენ სომხურ ეთნოსს მოწინააღმდეგე სასომხეთის ხელისუფლებასთან, ფართოდ ვრცელდებოდა ხალხის მასებში პოლიტიკოსების, პუბლიცისტებისა და პოეტების დახმარებით.

სომხებს, რუსებსა და აზერბაიჯანელებს შორის რელიგიური განსხვავებები „მტრის ხატის შექმნის“ პროცესში, იყო გაზვიადებული და ამ განსხვავებებმა, ხელი შეუწყო გამოეყენებინათ სიძულვილის ენა, რუსებისა და სომხებისათვის „ლეგალურად“ ეწოდებინათ „ურჯულოები“ და წარმოედგინათ მათი რელიგიური სიმბოლოები, მაგალითად, ჯვარი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მნიშვნელობით.

ადრეული დამოუკიდებლობის ლიტერატურის „აყვავების“ ეპოქა იყო „სიძულვილის ენის“ პერიოდი. პოეზიასა და პროზაში „თურქების იდენტობას“ ქებას ასხამდნენ, როგორც აზერბაიჯანის ნაციონალურ თვითმყოფადობას, მაგრამ რუსებსა და სომხებს წარმოადგენდნენ, როგორც თურქების მტერ ნაციად, რომელიც ხალხს აიძულებდა დაევიწყებინათ თავიანთი თურქული თვითმყოფადობა. თურქების იდენტობა მოიცავდა მტრის წინააღმდეგ ერთიანობას, ამავე დროს, სიძულვილისა და ბრძოლის ინსპირაციას რუსეთისა და სომხეთის წინააღმდეგ „მტრის“ ბეჭდის ქვეშ. თურქული მოტივებით აღსავსე პოეზიის მაგალითებს ზეპირად უყვებოდნენ მსმენელს სატელევიზიო არხებზე. ასევე, მოღალატე, გამყიდველი და ერთი სიტყვით, უარყოფითი პერსონაჟების როლებს, როგორც წესი, იმ წლებში თამაშობდნენ რუსი და სომეხი მსახიობები.

აგრეთვე, ეს სიძულვილის ენა, 90-იან წლებში დიდ როლს თამაშობდა სუმგაითის, ბაქოსა და განჯის პოგრომში (მასობრივი დარღვევები სომხების წინააღმდეგ) და რუსების მიერ ბაქოს დატოვებაში.

 

ვინ არის სიძულვილის სამიზნე?

 

სიძულვილის ენა რუსებისა და სომხების წინააღმდეგ, შემცირდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშის გაქრობის, ყარაბაღის ომში ცეცხლის შეწყვეტისა და ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ნაწილობრივი აღდგენის შემდეგ. მაგრამ სიძულვილის ენა იქცა ტრადიციად. მაგალითად, გამოთქმას „სომეხი“, უკვე აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი, როგორც შეურაცხყოფასა და დამცირებას, როგორც წერილობით, ისე სასაუბრო ენაში. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სიძულვილის ენა, იქცა ნორმად მედიაში.

 

სიძულვილის ენა, მიმართული იყო პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ჰეიდარ ალიევის მმართველობის ბოლოს და ილჰამ ალიევის მმართველობის დასაწყისში. ოპოზიციონერები იყვნენ შეურაცხყოფილნი და დამცირებულნი, როდესაც მათ უწოდებდნენ „ერის მტრებს“, მათ, „ვის სისხლსაც ურევია სომხური სისხლი“ და ასე ცდილობდნენ ოპოზიციური ძალები შეეძულებინათ ხალხისთვის.

დღესდღეობით, აზერბაიჯანში ბევრად უფრო მეტი სოციალური ჯგუფია, რომელთა მისამართითაც არის სიძულვილის ენა მიმართული. ამავე დროს, სიძულვილის ენა არ არის ლიმიტირებული სიტყვიერ გამოსვლებსა და მასმედიაში. დღეს, სოციალურ მედიაშიც ხშირად ვხედავთ სიძულვილის ენას, რომელიც ფართოდ გამოიყენება აზერბაიჯანში. ჩვეულებრივ, სიძულვილის ენის სამიზნე ჯგუფებია:

 

  1. ოპოზიციონერები.
  2. LGBTIQ თემის წარმომადგენლები და უფლებადამცველები LGBTIQ პროფილით.
  3. რუსეთის წარმომადგენლები.
  4. ფემინისტები.
  5. მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

მაგრამ ჯგუფები, რომლებიც არიან სიძულვილის ენის სამიზნეები, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.  გარდა ამისა, სიძულვილის ენის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ხელოვნების წარმომადგენლები ან რიგითი მოქალაქეები, ეთნიკური უმცირესობები, ქალები, ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ეროვნულ მენტალობასა და ეროვნულ ტრადიციებს.

 

 

სიძულვილი მოუწოდებს ძალადობისკენ

ბოლო წლებში, ჩვენ ვკითხულობთ ახალ ამბებს მეტროსა და ქუჩებში, თავიანთი შენობების წინ ადამიანების ცემის შესახებ. მაგალითად, ჟურნალისტ ვაფა ნაღს მამაკაცთა ჯგუფი ქუჩაში ორჯერ გაუსწორდა ერთი წლის განმავლობაში. მოძალადეები პრეტენზიას გამოთქვამდნენ იმის შესახებ, რომ ჟურნალისტს ეცვა მოკლე შარვალი, და რადგან ეს ეწინააღმდეგებოდა მათ ნაციონალურ მენტალიტეტს, მას სცემეს. ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტმა მიმართა პოლიციას, მაგრამ პოლიციამ არაფერი გააკეთა მოძალადეების მოსაძებნად და მათ დასასჯელად, სამაგიეროდ, „მორალურმა პოლიციამ“ ჟურნალისტს განუცხადა: „უნდა ჩაიცვათ წესიერად, ისინი მართლები არიან, თქვენი ჩაცმულობა ეწინააღმდეგება ჩვენს მენტალიტეტს.“

მსგავსი ინციდენტები შთაგონებულია სიძულვილის ენით, რომელსაც სოციალურ მედიაში ადამიანები აზიარებენ პატრიარქალური ფასეულობებით. სიძულვილითა და აგრესიით სავსე გამონათქვამები, როგორებიცაა: „ასე ჩაცმულ ადამიანებს უნდა მოვკვეთოთ თავები“, „ადამიანები შორტებში არიან ამორალურები და კახპები“, „ეს არის მუსლიმური ქვეყანა, ყველამ უნდა აკონტროლოს ჩაცმულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნიდან გავაძევებთ“, აკანონებენ აგრესიას და ძალადობას იმ ადამიანთა მიმართ, ვინც იცვამს ან არ იქცევა მორალური ნორმების შესაბამისად და  შესაძლებლობას აძლევს პოლიციას, არ იმოქმედოს ასეთ საქმეებზე.

ასევე, სიძულვილის ენა და ძალადობისკენ მოწოდება, აქტუალურია LGBTIQ  თემთან მიმართებით. სწორედ LGBTIQ თემის წარმომადგენლები და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციები გვევლინებიან ყველაზე ხშირად  სიძულვილის ენისა და ბულინგის მსხვერპლად. იმდენად დიდია მრისხანება LGBTIQ თემის მიმართ, რომ სიძულვილის მოწოდებას მათ წინააღმდეგ მხარს უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მეტიც, სიძულვილით აღსავსე სტატიების ავტორებს აპლოდისმეტებით აჯილდოებენ. ეს დაკანონებული სიძულვილი, პოლიციას ნებას რთავს არათუ არ ჩაერიოს LGBTIQ თემის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ხშირად ის თავად გვევლინება მოძალადე მხარედ. 2 წლის წინ, 2017 წლის სექტემბერში, „LGBTIQ ნადირობის“ დროს, როდესაც დააკავეს 100 LGBTIQ  აქტივისტი, შეურაცხყვეს, დაამცირეს ისინი და აიძულეს ქვეყნის დატოვება, ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი, გვენახა სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში.

 

უნდა აიკრძალოს სიძულვილის ენა?

სიძულვილის ენისა და ძალადობისკენ მოწოდების ხაზი ვიწრო და ბუნდოვანია, მაგრამ ასეთი ხაზი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ „ძალადობისკენ მოწოდება“ კანონით აკრძალულია და დასჯადი, არ არსებობს მუხლი სიძულვილის ენის შესახებ.

მთლიანობაში, უნდა აიკრძალოს სიძულვილის ენა კანონით? უნდა ჯარიმდებოდეს? არ არის ასეთი სასჯელი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგი?

უპირველეს ყოვლისა, მოდი, დაიწყოთ ამით, ხანდახან სიძულვილის ენა არის შედეგი, თავდაცვის ან ადამიანთა სასოწარკვეთის ლოგიკური დასასრული. განსაკუთრებით, სიძულვილის ენა ხდება შედეგი ცუდი მმართველობის, ტოტალური უსამართლობის, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დიქტატურისა და ავტორიტარული რეჟიმის შედეგად, მორალურად და ფინანსურად დასუსუტებულ ადამიანებში. სწორედ ამიტომ, სიძულვილის ენა მიმართულია მხოლოდ ოპოზიციური აქტივისტების, მარგინალური ჯგუფების, ეთნიკური უმცირესობების მიმართ და ა.შ. მაგრამ აგრეთვე მთავრობის მიმართაც. ამ შემთხვევაში, სიძულვილის ენის აკრძალვას შეუძლია გამოიწვიოს თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ რეპრესიები, პროტესტი  სოციალურ მედიასა და მასმედიაში, შოუს ქვეშ „სასჯელი სიძულვილის ენისთვის“.

შეუძლებელია ებრძოლო სიძულვილის ენას ჰუმანურად, არაფრით, გარდა ადამიანური ფასეულობების პოპულარიზაციითა და დისკუსიებით. რა არის სიძულვილის ენა, რატომ არის ასე საუბარი არაეთიკური, რა ტრაგედიები შეიძლება გამოიწვიოს სიძულვილის ენის გავრცელებამ - ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს სოციალურ მედიაში იმ ლიდერებისა და საჯარი პირების მიერ, რომლებსაც პატივს სცემს საზოგადოება და სჯერა მათი.

ადამიანებმა, რომლებიც საუბრობენ სიძულვილის ენაზე, შეიძლება დაკარგონ არა მხოლოდ თავისუფლება, არამედ სუფთა რეპუტაცია და ბიოგრაფიაც. საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, შეინარჩუნოს დისტანცია, არის საკმაოდ ეფექტიანი ინსტრუმენტი სიძულვილის ენასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, სადაც გვეძლევა შანსი გავაანალიზოთ და ავამოქმედოთ ეს პასუხისმგებლობა.

2 წლის წინ ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა ბაქოში, ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემაში, გააზიარა სიძულვილით სავსე პოსტი ქვეყანაში მცხოვრებ რუსულად მოლაპარაკე ადამიანებზე. ეს პოსტი განიხილებოდა დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ავტორი შეაჩვენა და მწვავედ გააკრიტიკა, გაზეთში კი მას მოსთხოვეს ანგარიშის ჩაბარება და საბოლოოდ, ჟურნალისტი გაათავიუფლეს სამსახურიდან. შემდეგ, ამ ჟურნალისტმა ღია წერილით მიმართა საზოგადოებას და მოიხადა ბოდიში. ეს იყო მშვენიერი პრეცედენტი და პასუხი კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია სიძულვილის ენასთან დაკავშირებით.  

 

გიუნელ მოვლუდი, მწერალი,

ნორვეგიის პენ ცენტრის წევრი.

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავს ავტორების პირად მიდგომას და შესაძლოა, ყოველთვის არ ასახავდეს Hatecontrol-ის და German Marshal Fund-ის პოზიციას.
Scroll to Top