ამხილეთ სიძულვილის ენა პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების გამოსვლებში.
მოგვაწოდეთ მასალა, რომელიც, თქვენი აზრით, შეიცავს სიძულვილის ენას. ჩვენ გადავამოწმებთ და, დადასტურების შემთხვევაში, მას ვებგვერდზე განვათავსებთ.

სიძულვილის ენის იდენტიფიცირებისას ვეყრდნობით კანონებს და საერთაშორისო პაქტებს.

თუ ეჭვობთ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ან საჯარო პირი იყენებს სიძულვილის ენას და ჩვენს ვებგვერდზე არაა ეს ინფორმაცია, გამოგვიგზავნეთ მასალა.

გამოგზავნისას უნდა მიუთითოთ:

ა) სატელევიზიო ინტერვიუს შემთხვევაში - რესპონდენტის გვარ-სახელი, გადაცემის სახელწოდება, დრო.
ბ) საგაზეთო ინტერვიუს შემთხვევაში - რესპონდენტის გვარ-სახელი, გაზეთის/ჟურნალის სახელწოდება, გვერდი.
გ) ონლაინგამოცემის შემთხვევაში - მხოლოდ ლინკიც საკმარისია. ასევე, სოციალურ ქსელში განთავსებული განცხადების ან სტატუსის შემთხვევაშიც, შეგიძლიათ ბმული მიუთითოთ.
დ) ჩვენი ელფოსტაა: info@hatecontrol.ge

ანონიმურობა გარანტირებულია.

Scroll to Top