ჩვენ შესახებ

ვებპლატფორმა Hatecontrol.ge საქართველოს პენცენტრის პროექტია. მისი მიზანია აამაღლოს სამოქალაქო ცნობიერება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შეამციროს მისი გავლენა საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე. პროექტის პარტნიორია გერმანიის მარშალის ფონდი.

პროექტის მოკლე შინაარსი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიებისა და ლექციების ციკლის მოწყობა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. გამოვკვეთთ მწერლების როლსა და ფუნქციებს მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების (რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური) წარმომადგენლების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი,აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) მწერლები ჩართოს ამ იდეის უკეთ გასავცრობად და განსახორციელებლად. 6 ქვეყნის 12 მწერალი იმსჯელებს, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ქვეყნებს შორის ამ საკითხთან მიმართებით.

Scroll to Top